ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურის დღეს საპროტესტო აქციებს აუქმებს, და ხვალინდელ კენჭისყრას სრულ იგნორს უცხადებს. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს “ლელოს” ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მათი თქმით სწორედ დუმილი იქნება საუკეთესო პროტესტი იმ ფარსის რასაც “ქართული ოცნება” მეორე ტურს უწოდებს. ხვალ, 21 ნოემბერს ამომრჩეველს ხმის მიცემა მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიისთვის “ქართული ოცნებისთვის” მოუწევს, ვინაიდან ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.