“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ და ამომრჩევლებს მოუწოდებენ, არჩევნებზე არ მივიდნენ. განცხადება ოპოზიციის წევრებმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. მათი თქმით, ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩვლების ხმები მოიპარა. “ნაციონალურ მოძრაობაში” ასევე თქვეს, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს, სხვადასხვა ლოკაციიებზე აქციები გაიმართება, რაც შეეხება სირცხვილის კორიდორებს, პარტიამ პროტესტის ამ ფორმაზე უარი თქვა.