რატომ დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში, მას შემდეგ რაც მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა – ამერიკაში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ფილიპ რიკერის საქართველოში დარჩენის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ იყო ცნობილი, როცა მაიკ პომპეოს ვიზიტის დეტალები განისაზღვრა. ეს განცხადება დავით ბაქრაძემ ამერიკის ელჩის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ბაქრაძემ კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. როგორც თავად ამბობს, საქართველოში ამერიკის ელჩთან შეხცედრის მთავარი თემა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებები და სახელმწიფოთა შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო.