კორონავირუსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ ჩინეთს გადაუსწრო. ქვეყანა, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, რეიტინგში 65-ე ადგილზეა, საქართველომ კი 63-ე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ბოლო მონაცემებით, კორონასვირუსს 37 პირი ემპსხვერპლა, 3443 კი დაინფიცირდა. ეპიცენტრად ისევ დედაქალაქი რჩება. სწორედ თბილისში გამოვლინდა ყველაზე მეტი, 1 318 ახალი შემთხვევა და 19 პაციენტი დაიღუპა. დღევანდელი მონაცემებით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით აჭარას იმერთმა გაუსწრო. მზარდია COVID-19-სგან განკურნებულთა რიცხვიც, 24 საათში ვირუსი 2 539 პირმა დაამარცხა.
კორონავირუსით ინფიცირებული თენგიზ ცერცვაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს. ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს დაბალი ტემპერატურა, ხველა, ყელის და თავის ტკივილი აწუხებს. ცერცვაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა. სახლში აგრძელებს მკურნალობას ინფექციური საავამდყოფოს ხელმძღვანელის მეუღლეც. კოვიდინფიცირებულ ანა თოფურიას მეუღლესთან შედარებით ვირუსისთვის დამახასიათებელი ნაკლები სიმპტომი აქვს.
COVID-19-ით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა ოკუპირებულ აფხაზეთში. ბოლოს 24 საათში კი ინფექცია 75 პაციენტს დაუდგინდა. რეგიონში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5174-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა – 64-ს შეადგენს. ოკუპირებულ ცხინვალში კი ვირუსის გავრცელების დღიდან სულ აღრიცხული აქვთ კოროანვირუსის 1612 შემთხვევა.
რეკორდულად იმატებს კორონავირუსით ინფიცირებულტა რიცხვი მსოფლიოში. საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. იტალიაში კი აპრილის შემდეგ კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ახალი შეზღუდვები დაწესდა თურქეთში. ქვეყანაში შაბათ-კვირას “კომენდანტის საათი” ამოქმედდება და მოსახლეობას ქუჩაში გასვლის უფლება დილის 10:00-დან 20:00-მდე ექნება. 20 წლამდე პირებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა მხოლოდ 10:00-დან 16:00-მდე შეეძლებათ. წლის ბოლომდე დახურული იქნება კინოთეატრები და სწავლა დისტანციურ რეჟიში გაგრძლედება.