არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ნაძალადევში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ნათელაშვილი ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა თამარ ჟვანიას დახმარებით არჩევნების პირველი ტური ტოტალურად გააყალბა, ის მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. მთავარმა ლეიბორისტმა დღეს ამ მოთხვნით ცესკოს სპეციალური განცახდებითაც მიმართა და ამომრჩეველს მეორე ტურისთვის ბოიკოტის გამოცხადება ურჩია.