მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ მმართველი ძალა ოპოზიციას თავს ღიად ესხმის და მძიმე ბრალდებებს უყენებს. “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით, ოპოზიციის წევრების მიზანი სისხლის დაღვრა და მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებაა. უმრავლესობის წევრები დღესვე დიპლომატიურ კორპუსთან დაწყებულ მოლაპარაკების პროცესსაც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ “ქართული ოცნების” გუნდი მისი წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერს აკეთებს.