კორონავირუსის პრევენციისთვის სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები შესაძლოა ისევ ამოქმედდეს | 16.11.2020

კორონავირუსის პრევენციისთვის ე.წ ლოკდაუნი, იგივე სრული ჩაკეტვა არ განიხილება, თუმცა სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები შესაძლოა ისევ ამოქმედდეს. განცხადება დღეს მთავრობის ადმინიტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გაკეთდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვირუსის შიდა გავრცელება სერიოზულია, ინფექციის დაწყებიდან დღემდე უკვე  4 000 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საწოლების რაოდენობა დღეს კიდე 1000 გაიზრდება, სასუნთქი აპარატების რაოდენობის კუთხით  კი, მინისტრის თქმით, ქვეყანაში კოლაფსი არ არის.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3157 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  COVID-19-ით კიდევ  30  ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი 15 – თბილისში გარდაიცვალა, აჭარაში – 5, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. იზრდება განკურნებულთა რიცხვიც, ვირუსი კიდევ 3 230 პაციენტმა დაამრცხა.