კიდევ ერთი უარი ოპოზიციას. თბილისის საქალაქო სასამართლომ “ევროპული საქართველოს”, პარტია “სამართლიანობისთვის” და “ერთიანი საქართველოს” სარჩელები არ დააკმაყოფილა. სამივე პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვდა. “ევროპული საქართველოს” წევრის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, მათ სასამართლოში ორი სარჩელი ჰქონდათ შეტანილი. ერთ-ერთი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პროპორციული არჩევნების სრულად შეჯამებას ეხებოდა. ოპოზიციური პარტიები, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებaს სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებენ.