გუშინდელ საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას სოციალურ ქსელში პასუხობს დედაქალაქის მერი. კახი კალაძე ბოდიშს უხდის ყველას ვინც მისი თქმით უნებური შეცდომისთვის გააკრიტიკა. კალაძე განმარტავს, რომ ის სტადიონზე უეფას დელეგაციის და ფეხბურთის ფედერაციის მიერ იყო მიწვეული.
“გუშინ, ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას,” – ცხადებს დედაქალაქის მერი.