ვისურვებდი, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურა გაზარდოს – ბენ ჰოჯესი | 13.11.2020

ვისურვებდი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურა გაზარდოს – ეს განცხადება ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა გააკეთა. ეუროფთაიმსთან ინტერვიუში გენერალ ლეიტენანტმა ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს რუსული ბაზების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა,  ამიტომ მისი თქმით საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ რეგიონი ამერიკისთვის მნიშვნელოვანია. ბენ ჰოჯესის შეფასებით რუსული ძალები რომლებიც ყარაბაღში განლაგდნენ ოკუპანტებს უფრო ჰგვანან, ვიდრე სამშვიდობოებს.

“სომხეთში, საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს, რუსული ბაზების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშმა, ყურადღება უნდა მიაქციონ. ვისურვებდი, საქართველოში აშშის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და სტრატეგიული ავიაგადაზიდვების მხარდასაჭერად. ეს არის ძლიერი სახელმწიფოების კონკურენციის ნაწილი, იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციებს დიპლომატიაში, ინფორმაციასა და კერძო ეკონომიკაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაში. ვფიქრობ, არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც შეეძლოთ, კრემლის ნაცვლად მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალა განელაგებინათჩემი აზრით, რუსული ძალები, რომლების განლაგებაც მთიან ყარაბაღში დღეს ხორციელდება, უფრო ოკუპანტებად შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებად, მსგავსად დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში,” – აცხადებს აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი.