“ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი, სიმართლე ლეგალური გზით დადგენილიყო” – სასამართლოს უარი ოპოზიციას | 11.11.2020

საეჭვო ბიულეტენები და სასამართლოს უარი ოპოზიციას. “ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, იმ უბნებზე, “სადაც არსებობს საფუძველი, რომ ბიულეტენები იყო ჩაყრილი”, სასამართლომ  პარტიებისა და არასამთავრობოების საჩივრები არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ ისაუბრა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი, სიმართლე  ლეგალური გზით  დადგენილიყო.