გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული 6 არასრულწლოვანი განაჩენის მოლოდინში | 11.11.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. მოსამართლე განაჩენს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.  გახმაურებულ საქმეზე დაკავებულ  6 არასრულწლოვანს   ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.  საქმის პროკურორი გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია, ადვოკატები კი ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ეჭვქვეშ აყენებენ.