ოპოზიცია სამართლებრივ გზას არ ცდება, სამართლებრივ გზას აცდა ოლიგარქია – თაკო ჩარკვიანი | 06.11.2020

საპროტესტო ტალღის პარალელურად ოპოზიციამ სამართლებრივი ბრძოლაც დაიწყო. არჩევნების გაყალბების ფაქტების გამოძიებისთვის “სტრატეგია აღმნაშენებელმა” მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ არჩევნები მაშტაბურად გაყალბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო მიიტაცა. ჩარკვიანი აცხადებს, რომ მთავარი საგამოძიებო უწყების მხრიდან რეაგირების იმედი არ აქვთ, თუმცა ამ ნაბიჯით ოპოზიცია ყველას აჩვენებს, რომ სამართლებრივ გზას არ ცდება.