ჩემი არჩევანი კანონია – აქცია ცესკოსთან | 05.11.2020

ოპოზიციის წევრებმა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გაყალბებული არჩევნები  კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ცესკოსთან. აქციის მონაწილეები უბნებზე ხმების ხელახალ დათვლას და თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ საოლქო კომისიებმა საჩივრები არ დააკმაყოფილეს.  ისინი საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ კვირას პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას და მოუწოდებენ გაყალბებული არჩვნები მათთან ერთად გააპროტესტონ.