გაყალბების და ზეწოლის ასეთი მასშტაბი საქართველოს არჩევნების ისტორიაში არასდროს ყოფილა – სერგი კაპანაძე | 04.11.2020

არჩევნების გაყალბებაზე და გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს “ევროპული საქართველო”. პარტიის წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ გაყალბების და ზეწოლის ასეთი მასშტაბი საქართველოს არჩევნების ისტორიაში არასდროს ყოფილა. მისი თქმით არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში ყოველი მეორე ოქმი ხარვეზიანია, პროპორციულ ნაწილში კი ყოველ მესამე უბანზე დისბალანსი გამოვლინდა.