საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო კომისიაში ასეულობით საჩივარი შეიტანა პოლიტიკურმა გაერთიანება “ლელომ”. პარტიის წევრი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ასეთი მასთაბის გაყალბებული არჩევნები ქართველ ხალხს არ ახსოვს. ჩიხლაძე კონკრეტულ ფაქტებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში პარტიას ხმები საგრძნობლად დაკლებული აქვს.