არის თუ არა შემაჯამებელი ოქმები გაყალბებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი განმარტავს, რატომ არ ემთხვევა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას. ცესკოს განმარტებით, სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს. საარჩევნო კომისია, მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვნენ დეზინფორმაციას, ხოლო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მიმართავს, სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროს დაეყრდნონ.