ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს ზურგი შეაქცია – ასე ეხმაურებიან ოპოზიციის ბოიკოტს მმართველი გუნდის წევრები. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ანრი ოხანაშვილის თქმით, პატარა პარტიები, რომლებსაც საზოგადოების ნაწილმა მხარი დაუჭირა, სააკაშვილის პარტიას გაურიგდნენ, ამიტომ მათი არ ყოფნა პარლამენტში “ქართულ ოცნებას” არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის.