ექნება თუ არა შედეგი ოპოზიციის ბოიკოტს – რას ამბობს ხალხი | 03.11.2020

ოპოზიციის ბოიკოტი ხელისუფლებას და ერთობლივი უარი პარლამენტში შესვლაზე – პოლიტიკოსების ამ გადაწყვეტილებაზე მოქალაქეების აზრი ორად იყოფა. გამოკითხული ადამიანების ერთი ნაწილი თვლის, რომ ოპოზიცია დროს ფუჭად კარგავს. მოქალაქეები ოპოზიციის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ და თვლიან, რომ პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული პარლამენტი არჩევნებზე მიცემული ხმების ანარეკლი უნდა იყოს. მეორე ნაწილი კი ოპოზიციას მხარს უჭერს და ამბობს, რომ ხმების დაცვისა და რეალური მანდატების მოპოვების მიზნით მათ გვერდით, პარლამენტის შენობასთან იბრძოლებენ.