“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას მიმართ ციხეში განხოციელებული ძალადობა გააპროტესტეს დღეს იუსტიციის სამინისტროსთან. აქციაზე სამოქალქო აქტივისტები და უფლებადამცველები შეიკრიბნენ, რომლებიც მომხდარს ხელისუფლების წინასწარ დადგმულ ძალადობას უწოდებენ და იუსტიციის სამინისტროს რურუასთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სთხოვენ.
პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი რურუას ცემის ამსახველი კადრები გუშინ გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ უსწორდება რამდენიმე პატიმარი რურუას ფიზიკურად. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება. გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალდებული თავს პოლიტპატიმრად მიიიჩენევს და დაკავებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და “მთავარი არხის” მფლობელობას უკავშირებს.