“31 ოქტობერის არჩევნებზე დაფიქისირებულმა დარღვევებმა საქართველოს კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების საკითხი სრულად გადაფარა” – განცხადებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ავრცელებს და ხელისუფლებას ბრალდებებზე რაგირებას, შესაბამისი დოკუმნეტაციით თხოვს. შესაბამისი პოსტი კეილ ბრაუნმა ტვიტერზე გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეუთო/ოდირის მოსაზრებებს იზიარებს და აცხადებს, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა საზოგადოებაში მმართველი პარტიის ნდობა შეამცირა.
ოფიციალური ვაშინგტონის ეს პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. ამბობენ, რომ არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცალსახაა და “ქართულ ოცნებას” ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუეწვს.