1 673 დაინფიცირებული, 22 დაღუპული, 2 881 განკურნებული – კოროანვირუსის 24-საათიანი სტატისტიკა | 31.10.2020

1 673 ახალი შემთხვევა, 22 დაღუპული და 2 881 განკურნებული  პაციენტი – ასეთია კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში.  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მზარდი სტატისტიკა განკურნებულთა კუთხით ისევ ნარჩუნდება, სულ ქევაყანში ინფექცია  22 691 ადამიანმა დაამრცხა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის  15 912, მათგან 4 136 მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 9 531 პაციენტი – ბინაზე. მძიმე პაციენტების რაოდენობა 511-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში გარდაცვლილი 22 პაციენტიდან – 10 თბილისში, 7 აჭარაში, 4 – იმერეთში, ხოლო 1 – სამცხე-ჯავახეთში მკურნალობდა. გარდაცვლილებს შორისაა 15 წლის გოგო, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გარდაცვალების სულ 307 შემთხვევა ფიქსირდება.