“ქართული ოცნება” ოპოზიციას საპასუხო ბრალდებებს უყენებს – მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან ე.წ გადასატანი ყუთის გაატაცებას აპირებდნენ, თუმცა მათმა აქტივისტებმა ამის საშუალება არ მისცეს. “ქართული ოცნების” ინფორმაციითვე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბოტკოველი სოფელ ყარაჯალაში არეულობის მიზნით ზონდერ ჯგუფების მობილიზებასაც ახდენს. “ქართული ოცნების” ლიდერები ოპონენტების ბრალდებებსაც გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ უბნებთან მდგარი კოორდინატორები კანონს არ არღვევენ.