მკვდარი სულები სიებში და ამომრჩევლისთვის ფულის დარიგება – გიორგი ვაშაძის მტკიცებით, უკვე რამდენიმე საათია საარჩევნო უბნებზე მობილიზებული “ქართული ოცნების” აქტივისტები არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ცდილობენ. გიორგი ვაშაძე ბრალდებების დასადასტურებლად კონკრეტულ მტკიცებულებებსაც ასაჯაროვებს და სადამიკვირვებლო მისიებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.