ფიზიკური დაპირისპირება სამგორის 39-ე საარჩევნო უბანთან. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დამკვირვებლებს დაუპირისპირდნენ. ჩხუბში მოყვა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი დამკვირვებელიც. სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილი ინფორმაციით, დაპირისპირება ხარვეზების დაფიქსირების მიზნით, დამკვირვებლების მიერ ვიდეოს გადაღებას მოჰყვა, რაც ბოლოს ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა.
სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით დაკითხვაზე გადაიყვანმეს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” დამკივირვებელი, თუმცა მან პროცედურაზე უარი განაცხადა. თვლიან, რომ პოლიციის მხირიდან ეს იყო მიზანმიმართული ქმედება, რაც საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ სადამკვირვებლო პროცესის განმხორციელებას ხელს შეუშლიდა.
სამგორში ოპოზიციის აქტივისტებმა დღეს ამომრჩევლების მოსყიდვის შესაძლო ფაქტიც გადაიღეს. ვიდეოში ჩანს, როგორ ესაუბრებიან “ქართული ოცნების” კოორდინატორები ერთმანეს, სავარაუდოდ ფულის გადაცემაზე.