დილის 8 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცედურები თვითიზოლაციაში, საკარანტინო სივრცეებსა და სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლისთვის. ისინი ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით აძლევენ, რომლებიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან სპეციალური აღჭურვილობის მქონე ჯგუფებს შეაქვთ. მათ არ უტარდებათ მარკირება და გადასატან ყუთს კარებთან უტოვებენ. სპეციალურ სიაში მყოფი ამომრჩევლის მომსახურების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სპეციალური 127 კოვიდუბანი შექმნა. კოვიდუბნებში შეიქმნა სპეცუბნები, რომლებიც არანაკლებ 12 წევრისგან დაკომპლექტდა. სპეციალურ საარჩევნო უბანზე არის ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთი. ე.წ. კოვიდსპეცსიებში 10 845 მოქალაქეა.