ხვალ საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს 48 სადამკვირვებლო მისია გაუწევს. მათ ნაწილს დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეხვდნენ. მისიის წევრებმა 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია განიხილეს და მომხდარ დარღვევებზე ისაუბრეს, რომელთა შორის ოპოზიციისა და ჟურნელისტების მიმართ გამოყენებული ძალადობა, პარტიების წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მცდელობა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება მოხვდა. ერთობლივი მისია არჩევნების დღეს ქვეყნის მასშტაბით 10 რეგიონში 100 კაციანი მისიით იქნება წარმოდგენილი. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისია არჩევნებს საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზეც დააკვირდება.