პანდემია არჩვენებში მონაწილეობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა გახდეს – გიორგი გახარია | 28.10.2020

პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, 31 ოქტომბერს თავიანთი არჩევანი გააკეთონ, რადგან მისი  თქმით, ეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა ქვეყნის მომავლის წინაშე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონაპანდემია არჩვენებში მონაწილეობისთვის  ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა გახდეს. მისი თქმით, თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.