ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესეუბუა მოქმედი სამხედრო არ არის – თავდაცვის სამინისტრო | 28.10.2020

ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ასაჯაროებს რომლითაც ირკვევა, რომ თავდაცვის ძალების პირველი კლასის რიგითი, ბადრი ესებუა სამხედრო სამსახურიდან  2019 წელს დაითხოვეს.

უწყებამ ოფიციალური დოკუმენტი  მას შემდეგ გაავრცელა, რაც მედიის ნაწილმა  ბანკზე თავდამსხმელი მოქმედ სამხედრო მოსამსახურედ  კიდევ ერთხელ მოიხსენია. სამინისტროში ამბობენ, რომ საჯარო განმარტების მიხედავად მედიისა და ოპოზიციის ნაწილი ესებუას მაინც მოქმედ სამხედროდ მოიხსენიებდა. სწორედ ამის გამო, სამინისტრომ ესებუას სამხედრ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გასაჯაროვების გადაწყვეტილება მიიღო.