არჩევნები უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე – კონგრესმენი კინზინგერი | 28.10.2020

“თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას” – ასე ეხმაურება, აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. კონგრესმენის კომენტარს “ამერიკის ხმა” ავრცელებს. კინზინგერი იმედოვნებს, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა. “არჩევნები უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე” – აცხადებს კონგრესმენი კინზინგერი.