გადამწყვეტ არჩევნებამდე 3 დღით ადრე მმართველი პარტიის მისამართით გამოთქმული ბრალდებების ჩამონათვალი ფართოვდება – ხელისუფლებას არჩევნების შესაძლო გაყალბებაში, ზეწოლაში, დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში “ევროპული საქართველო” ადანაშაულებს. ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია არჩევნების დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინებიდან ნახევრად გახსნილი ბიულეტინით გამოსვლას აიძულებს, რათა დარწმუნდნენ რომ ბიულეტენში 41 ნიმერი შემოხაზეს. ოპოზიციის წევრმა ისაუბრა ზუგდიდის სარიტუალო დარბაზებში მიტანილ საკვებ პროდუქტებზეც. გოგორიშვილის თქმით, პროდუქტებს მმართველი პარტია ამომრჩევლებს ხმების სანაცვლოდ ურიგებს.
ოპოზიციის ბრალდებები ნაკლებად სარწმუნოა მმართველი პარტიისთვის. ირაკლი კონახიძე მტკიცებულებებს ითხოვს, რადგან თვლის, რომ ოპონენტების მხრიდან არაერთი დაუსაბუთებელი ბრალდება ჟღერდება.