“ოცნება” ოპოზიციის დამკვირვებლებს ითვლის – თეა წულუკიანის სქემა და ოპოზიციის პასუხი | 27.10.2020

“ქართული ოცნების” მორიგი ბრალდება ოპოზიციის მისამართით. მმართველი პარტია ოპონენეტების  მიერ  ცრუ ინფორმაციის შექმნის სპეციალურ სქემაზე საუბრობს, რომელიც მათი თქმით, არჩევნების დღეს უნდა ამოქმედდეს. ოპოზიციის სქემა, ჟურნალსიტებთან დღეს საგანგებო ბრიფინგზე,  “ქართული ოცნების”  საარჩევო სიის მეოთხე ნომერმა და ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა – თეა წულუკიანმა გაშიფრა.  ამბობს, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების დღეს გაავრცელებენ ინფორმაციას, რომ პროცესი დარღვევებით ჩატარდა და არჩევნები გაყალბებულია. წულუკიანმა ბრიფინგზე საეჭვო ორგანიზაციების სიაც  წარმოადგინა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ  წლევანდელ არჩევნებზე დამკვირვებელთა რიცხვი  გაორმაგებულია.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “ქართული ოცნება” ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებზე აქტიურად ალაპარაკდა. უკვე მეორე დღეა, მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ოპონენტები საარჩევნოდ, თავდასხმებისთვის ემზადებიან. თავდასხმის  ერთ-ერთი ხერხი, როგორც გუშინ ირაკლი კობახიძემ განმარტა, ფეიქ ნიუსები, ზედინფორმაცია და ახალი ტექნოლოგიებით დამონტაჟებული ვიდეოები იქნება. დღეს კი მმართველმა პარტიამ  სიას  საეჭვო არასამთავრობოებიც შეამატა და განაცხადა, რომ ისინი არჩვენების დღესა და მომდევნო დღეებშიც. ცრუ ინფორმაციებს გაავრცელებენ.