ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითიზაციაში მყოფ ამომრჩევლებს ცესკოს სატელეფონო ხაზზე დარეკვას ურჩევს და მოუწოდებს გადასატანი საარჩევნო ყუთები მოითხოვონ. როგორც საგანგებო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა თქვა ამომრჩევლებს ხმის მიცემის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ცხელ ხაზზე დღევანდელი დღის ჩათვლით დარეკავენ. ანა მიქელაძის განცხადებით, სატელეფონო საინფორმაციო ხაზი უკვე მე-3 დღეა სრული დატვირთვით მუშაობს.