ავჭალაში მოკლული გიორგი ნემსიწვერიძის საქმეზე ეჭვმიტანილი უკვე იდენტიფიცირებულია | 26.10.2020

ავჭალაში, საკუთარ მანქანაში მოკლული  გიორგი ნემსიწვერიძის საქმეზე ეჭვმიტანილი უკვე იდენტიფიცირებულია და პოლიცია მის დაკავებას ცდილობს. ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატიც ადასტურებს. ნიკოლოზ წულეისერი მკვლელობის შესაძლო მოტივებზე ვერ საუბრობს, ასევე უარყოფს ყველა ვერსიას, რომელიც მკვლელობის საქმეზე გამოითქვა. ადვოკატმა ჟურნალისტებს დღეს მხოლოდ ის უთხრა, რომ  მსხვერპლი და სავარაუდო დამნაშავე ერთმანეთს მკვლელოობამდე  რამდენიმე დღით ადრე შეხვდნენ.

მკვლელობა ავჭალაში 23 ოქტომბერს შუადღის 2 საათზე მოხდა. მაღაზიის წინ, პარკინგზე გაჩერებულ თეთრ ავტომობილში მჯდარ შუახნის მამაკაცს თავდამსხმელმა  6 ტყვია ესროლა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, ის სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.