გაზრდილი კრიმინალი და საფრთხის შემცველი გარემო – “ევროპული საქართველო” კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაზე საუბრობს. პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით სტატისტიკითაც კი ჩანს, რომ ქვეყანაში კრიმინალური ვითარება დამძიმებულია, ამის მიზეზი კი ხელისუფლების ჩაფლავებული მენეჯმენტია. ნადირაშვილი შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს მთავრობის ცვლილებაში ხედავს.