ხარვეზები ჯანდაცვის სამინიტროში და ხელისუფლების კრახი კორონავირუსთან ბრძოლაში – ამ თემებზე ისაუბრა დღეს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლების სამედიცინო მენეჯმეტს PCR ტესტებისა და სტაციონარებში საწოლების დეფიციტის გამო ქაოსურს უწოდებს. ოპოზიციის წევრი მთავრობას კორონაკრიზისის დასაძლევად 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს, რომელიც ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალისგან სწრაფ რეაგირებას, ეფექტურ ზრუნვას, ვირუსის პრევენციასა და ეკონომიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.