სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულების აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან | 22.10.2020

ივანიშვილის რეზიდენციასთან  უკვე მესამე დღეა  აქციას მართავენ  სამშენელო კომპანია, “ოლიმპიური ვარსკვლავის” დაზარალებულები. მოქალაქეები, რომლებიც  უკვე მე-10 წელია კუთვნილ ბინებს ელოდებიან, ამბობენ, რომ   პროკურატურა გამოძიებას არ აწარმოებს და დაზარალებულები  ხელისუფლებას  უკვე დიდი ხანია აღარ ახსოვს. მთავარი მოთხოვნა, რომელიც  დაზარალებულებმა აქციაზე გააჟღერეს,  წართმეული უძრავი ქონების დაბრუნებას და დამანაშავეების დასჯას შეეხება. დაზარალებულები ყვებიან, რომ  სამშენებლო კომპანიის დირექტორმა მათ უძრავი ქონებისთვის  სრული თანხა  წინასწარ გამოართვა, ხოლო შემდეგ ნაკისრი ვალდებულებები  არ შეასრულა.