თუ დანაშავე საზღვარს გადმოკვეთს, მას თბილისს გადავცემთ – სერგეი შამბა | 22.10.2020

ზუგდიდში,  “საქართველოს ბანკზე” განხორციელებულ თავდასხმას საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური. განცხადებაში ნათქვამია, რომ  აფხაზეთი რუსეთთნ ერთად ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა დამნაშავე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოხვდეს.  განცხადებაში  ოკუპირებული სოხუმი გვახსენებს, რომ 19:00 საათიდან დან  დილის 07:00 საათამდე ენგურის გამშვები პუნქტი დაკეტილია და მისი გადაკვეთა შეუძლებელია. თავდამსხმელის მიერ აფხაზეთში შესაძლო გადასვლის ფაქტს არარეალური უწოდება სერგეი შამბამაც.  ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობს, რომ თუ დამნაშავემ საზღვარი მაინც გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს. ინფორმაციას გამოცემა “სოვა” ავრცელებს.