„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები კრიმინალურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ – ლევან ბეჟაშვილი | 21.10.2020

ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია და ამომრჩევნების მოსყიდვა. “ნაციონალური მოძრაობა” გურჯაანში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს აფასებს და “ქართულ ოცნებას” ოპოზიციის ამომრჩევლის ზეწოლაში, მოსყიდვასა და დაშინებაში ადანაშაულებს. განცხადება დღეს ლევან ბეჟაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა და ფაქტის საილუსტრაციოდ ფოტო და აუდიო მტკიცებულებები წარმოადგინა. ბეჟაშვილის თქმით,  მასალაშიც ჩანს, რომ  “ქართული ოცნების”  მაღალჩინოსნები კრიმინალურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. ოპოზიცია  პროკურატურას დროული და შესაბამისი რეააგირებისკენ მოუწოდებს.