“დაუპიპინე ბიძინას”- “ევროპული საქართველო” ამ სახელწოდებით აქციას მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს. დედაქალაქში შეკრების ადგილი თბილისის საკრებულო იყო. აქ პარტიის ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად, თბილისის სხვადასხვა ქუჩების გავლით მოვიდნენ. ამის შემდეგ აქციამ სიგნალებით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლა.
“ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ აქციიის მსგავსი ფორმით ჩატარების გადაწყვეტილება კორონაპანდემიის გამო მიიღეს. ოპოზიცია დღევანდელი პროტესტით ოლიგარქს აფრთხილებს რომ ხელისუფლება დათმოს და 31 ოქტომბრის არჩევნებით ხელისუფლება მრავალპარტიულ ოპოზიციურ კოალიციას გადააბაროს.
ბიძინა ივანიშვილს დაუპიპინეს რეგიონებიდანაც. საავტომობილო კოლონა დაიძრა ზუგდიდიდან და ქუთაისიდან. ოპოზიციის ორგანიზებულ საავტომობილო მარშს შეუერთდდნენ კახეთიდან, აჭარიდან და გურიიდანაც. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანაა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან მომავალი ასობით ავტომობილი მსვლელობას საღამოს რვა საათზე ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან შემაჯამებელი აქციით დაასრულებენ და როგორც თავად ამბობენ, ოლიგარქს, კიდევ ერთხელ, ერთხმად დაუსიგნალებენ.