წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გიორგი ვაშაძემ 30-დღიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა | 19.10.2020

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “სტრატეგია აღამაშენებლმა” მოსახლეობას  30-დღიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რომელსაც პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეასრულებს. გიორგი ვაშაძის თქმით,  გეგმა 3 ინიციატივას – სესხების სუბსიდირებას, მედიკამენტებზე ფასების დაწევას  და კორონავირუსის პრევენციის მიზნით,  ყოველდღიურად 20 000  ტესტის ჩატარებას მოიცავს. როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, ინიციატივების განხორციელება ეკონომიკასა და კორონავირუსის ანტირეკორდულ სტატისტიკას უკეთესობისკენ შეცვლის.