წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “სტრატეგია აღამაშენებლმა” მოსახლეობას 30-დღიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რომელსაც პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეასრულებს. გიორგი ვაშაძის თქმით, გეგმა 3 ინიციატივას – სესხების სუბსიდირებას, მედიკამენტებზე ფასების დაწევას და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყოველდღიურად 20 000 ტესტის ჩატარებას მოიცავს. როგორც პარტიის ლიდერი ამბობს, ინიციატივების განხორციელება ეკონომიკასა და კორონავირუსის ანტირეკორდულ სტატისტიკას უკეთესობისკენ შეცვლის.