COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და რეკომენდაციების აღსრულებისთვის პოლიცია მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს. დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ პირბადეების ტარებას აკონტროლებენ. პოლიციის კონტროლი მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც ხორციელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.