“ოცნება” ცდილობს ოპოზიციური ამომრჩეველი საარჩევნო უბნებს მოწყვიტოს – ხატია დეკანოიძე | 16.10.2020

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარების მიუხედავად ორშაბათიდან უმაღლეს სასწავლებლებში კონტაქტური სწავლა აღდგება. მთავრობის გადაწყვეტილებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”. ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ამით მმართველი გუნდი ცდილობს ოპოზიციური ამომრჩეველი საარჩევნო უბნებს მოწყვიტოს.ხატია დეკანოიძის თქმით  სტუდენტებს, რომლებიც  რეგიონებში ცხოვრობენ, სწავლის გასაგრძელებლად  თბილისში ჩამოსვლა მოუწევთ და საკუთარ რეგიონებში ხმას ვეღარ მისცემენ. დეკანოიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებულ კრიზისს ვერ უმკლავდება.