დენდროლოგიური პარკი ამჯერად თბილისში – დედაქალაქის მერიამ პროექტირება უკვე დაიწყო | 13.10.2020

დენდროლოგიური პარკი ამჯერად თბილიში. დედაქალაქის მერიამ  პროექტირება უკვე დაიწყო. პირველი ეტაპი საველე პირობებში პარკის ბიომრავალფეროვნების კვლევას მოიცავს. 170 ჰექტარ ფართობზე, მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონები ისე, რომ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი შენარჩუნებული იქნება. პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისისთვის იგეგმება. საველე სამუშაოებზე დღეს ექსპერტები და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი პროექტირების პროცესში.