მუქარისა და ძალადობის 11 ფაქტი, ამორმჩევლის მოსყიდვის 1 და წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 3 შემთხვევა – წინასაარჩევნო დარღვევების სტატისტიკას ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაცია აქვეყნებს. მეორე შუალედურ ანგარიშში, რომელიც 2020 წლის სექტემბრის თვეს მოიცავს, აქცენტები იმ ძალადობრივ ფაქტებზე კეთდება, რომლებიც სექტემბერში მარნეულსა და ბოლნისში გამოვლინდა. საია-ში ამბობენ, რომ დაპირისპირებისა და ძალადობის შემთხვევებში მონაწილეობდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
ანგარიშში მოხვდა ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტიც, რომელიც მედიკამენტების უსასყიდლოთ შეღავათიან ფასებში შეძენას შეეხებოდა. საია-ში ასევე ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც საუბრობენ. ამბობენ იმასაც, რომ მთავარ გამოწვევად სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება რჩება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად და ამომრჩველის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება.