სასამართლო რეფორმის 10-პუნქტიანი კონცეფცია – დოკუმენტს ხელი პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს | 09.10.2020

სასამართლო რეფორმის 10 პუნქტიანი კონცეფცია – მესამე სექტორის ინიციატივით  შედგენილ დოკუმენტს ხელი პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, პარტიები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციონალიზაციის, არაფორმალური გავლენებისგან გათავისუფლების, შიდადემოკრატიული წახალისებისა და უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობაზე თანხმდებიან.  კონცეფციაში გაწერილია 10 ძირითადი საკითხი, რაზეც პოლიტიკური პარტიები ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდეგ ითანამშრომლებენ, მათ შორის, დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტი მიიღებს პოლიტიკური შინაარსის რეზოლუციას. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, შეიცვლება  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ფარგლები.