დავით გარეჯის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე იმსჯელეს გუშინ საპატრიარქოში. შეხვედრის შემდეგ კი საპატრიარქომ განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეკლესია ხშირად მოუწოდებდა სახელმწიფო სტრუქტურებს 1938 წლის რუკის გამოყენების თაობაზე, თუმცა კომისიამ რუკის ასლები არაავთენტიკურობის ნიშნით დაიწუნა. საპატრიარქოს თქმით, ეკლესიის წარმომადგენლები დავით გარეჯის საკითხის წამოჭრას ყველა შესაძლო ტრიბუნის გამოყენებით ცდილობდნენ, რადგან დავით გარეჯის ლავრა და აქ მდებარე მონასტრები იურიდიულად საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა.