მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემები იდენტურია – ბურჯანაძე ამომრჩევლებთან | 08.10.2020

ჩხოროწყუში, მარტვილსა და წალენჯიხაში,  ამომრჩევლებს შეხვდა “ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მან მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და  საკუთარი პროგრამა გააცნო. ბურჯანაძე თვლის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით პრობლემები იდენტურია. ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, მას და მის გუნდს ცვლილებებისა და პრობლემების გადაწყვეტის ძალა და გამოცდილება აქვს.