ივერი მელაშვილი სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებას არ აპირებს – გამოძიება დავით გარეჯის საქმზე | 08.10.2020

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი სასამართლოსთვის გირაოს შეთავაზებას არ აპირებს.  ის თვლის, რომ ეს მისი ბრძოლაა და ბოლომდე იბრძოლებს. ინფორმაცია ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გააცნო. ედუარდ მარიკაშვილის ინფორმაციით ის   სასამართლოს  ივერი მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით არ მიმართავს, რაც მისი დაცვისქვეშმყოფის ნებაა. ადვოკატი ამბობს, რომ  დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. ივერი მელაშვილის  ამ გადაწვეტილებით უმაყოფილოა მისი მეუღლე.  თამარ სულაძე ამბობს, რომ მელაშვილი უდანაშაულოა და ის უაკანონო  პატიმრობაში არ უნდა დარჩეს. ის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ივერი მელაშვილისგან განსხვავებით, სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველი. კითხვაზე, ხომ არ ხედავს დაკავებული ნატალია ილიჩოვა საქმეში პოლიტიკურ მოტივებს, ადვოკატები აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებებს ვერ გააკეთებს.

აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე დაკავებულ პირებს დღეს  ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება. პრიკურორის განმარტებით, ბრალდებულებმა ქვყენის ინტერესების საწყინააღმდეგოდ განზრახ იმქომედეს და შედეგად საფრთხე შეუქმენს  საქართველოს ისოტრიული ტერიტორიების დაახლოებით  3500 ჰექატარის დაკარგვას.

საქართველო აზერბაიჯანის  საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შემსწავლელი კომიიის ყოფილი წევრები  საქართველოს მიწების გასხვისების ბრალდებით გუშინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებს იყენებდნენ, რომლებზეც  დატანილი საზღვრის ხაზები არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.